Tuesday, June 12, 2012

საქართველოს მთიანეთი

საქართველო რომ გამორჩეული ქვეყანაა მრავალფეროვანი ბუნების გამო, ამის მტკიცება ალბათ, ბანალური იქნება, თუმცა იმისი ნათლად ჩვენება თუ როგორი ტურისტული პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყანას ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, დღეს, როცა მართლა საფუძველი ეყრება ტურიზმის განვითარებას... აღმოსავლეთსა და დასავლეთ საქართველოში რამდენიმე მთიანი რეგიონი გამოიყოფა, რომელთაც მართლაც კარგი პოტენცია აქვთ ტურისტების მოსაზიდად... კახეთის მთიანეთიდან აღსანიშნავია თუშეთი და ფშავ-ხევსურეთი, ხოლო დასავლეთიდან ალბათ სვანეთი განსაკუთრებულია... სამწუხაროა, რომ უმრავლესობა ქართველებისა ამ რეგიონების ტრდიაციებს უმეტესად ამავე მთებში დაბადებული გენიოსების შემოქმედების წყალობით ვიგებთ... დღესდღეობით მცირე ჯგუფები თუ მოიძებნება და ისიც მხოლოდ ახალგაზრდებისა, რომლებსაც მოვლილი აქვთ საქართველოს მთიანი ნაწილები. ასე პოპულარულ და დღეს აქტუალურ ტურიზმის მენეჯერის პროფესიას თუ მართლა მონდომებით ისწავლიან ახალგაზრდები იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მომავალში ტურიზმი ძალიან განვითარდება საქართველოს მთიანეთში და არა ისე, როგორც დღეს რეალურადაა.


 მთის შვილები



 
ვ ა ჟ ა  
ფ შ ა ვ ე ლ ა


ვაჟა–ფშაველა. ნამდვილი სახელი–ლუკა რაზიკაშვილი. დაბადებული სოფელ ჩარგალში 1861 წ 14 ივლისს.


ერთი გადმოცემის თანახმად, ვაჟას შორეული წინაპრები მოხევეები ყოფილან, სოფელ სნოდან. რაზიკაშვილთა წინაპარი ხევსური ყოფილა, გოგოჭური. თვით ვაჟა ამას იამაყით აცხადებდა და ფსევდონიმადაც წერდა ,,ჟულაკა გოგოჭურს.“
ახალდაბადებულს შავი თმა თვალებზე ჰქონია ჩამოფარებული.მნახველებს უთქვამთ,ეს თმიანობა იმისი ნიშანია,დავლათიანი იქნება,სახელიანიო.პავლეს,ვაჟას მამას,სოფლის მღვდელს,თავის ექვს შვილში ეს მესამე განსაკუთრებით ჰყვარებია.
ვაჟა ათ წლამდე ჩარგალში იზრდებოდა.შემდეგ–თელავის სასულიერო სასწავლებელი,სადაც ჯოჯოხეთი ტრიალებდა „ალფა,ბეტას“ ზეპირობის გამო.ვაჟა ბუხარში იჯდა და იქიდან უყურებდა ამ საშინელებას.დიახ,ბუხარი იყო მისი სკამი მთელი ორი წელი,რადგან ადგილი აღარ იყო შეგირდისთვის.
1877 წელს ვაჟა სწავლას აგრძელებს თბილისის ალექსანდრეს სახელობის ორკაციან სამოქალაქო სასწავლებელში.შემდეგ გორის სემინარიაში.1882 წელს ვაჟა გაანაწილეს სკოლის მასწავლებლად სოფ.ტოლათსოფელში.შემდეგ ისევ გორი.თავად ამილახვრის ოჯახში შინამასწავლებლად მიწვევა და აქვე დაოჯახება ამილახვრის უკანონო შვილზე,კეკე ნებიერიძეზე.
22 წლის ვაჟა სწავლის გასაგრძელებად პეტერბურგს მიემგზავრება. ხელმოკლეობის გამო ერთ წელიწადში უკან ბრყნდება
იმ დროს საქართველოში გავრცელებული იყო მუშტი–კრივი,თუ როგორი მოკრივე იყო ვაჟა,ამაზე მეტყველებს პეტერბურგში მისი ყოფნის ერთი ეპიზოდი.
პეტერბურგში ყოფნის დროს, ვაჟას და გიორგის (ვაჟას უფროს ძმას) ფული სრულიად გამოლეოდათ.შეხვედრიათ ნაცნობი გერმანელი სტუდენტი,რომელსაც უთქვამს: „წამოდით, ბილიარდი ვითამაშოთ და ვინც წააგოს,სადილი იმან გადაიხადოსო.“ არც იმას ჰქონია ფული და გაპარულა. ბილიარდის ფულის გადახდაზე ამტყდარა მთელი მუშტი–კრივი. როგორც შემდგომში გაირკვა, ვაჟას უცემია ცნობილი ბოქსიორი.
დიდმა პოეტმა პეტერბურგში ყოფნისას დაუდო სათავე ფსევდონიმად „ვაჟა–ფშაველას“ ხმარებას.მანამდე კი მისი ფსევდონიმები იყო: „ლ.რაზ–ვი“, „ლ. კათაკმეველი“, „მგელია ხინკალჭამიაშვილი“ და ა.შ.
ვაჟა–ფშაველა პეტერბურგში შეარქვა თუშმა მეგობარმა დიმიტრი ცისკარიშვილმა.მან, როგორც მთიელმა,იცოდა ფშავ–ხევსურეთში „ვაჟა“ ბიჭს, კარგ ბიჭს, ვაჟკაცს რომ ნიშნავდა.
1886 წლიდან კი მწერალმა ფსევდონიმი „ვაჟა–ფშაველა“ სახალხოდ დაიმკვიდრა. ვაჟას მერეც უხმარია სხვადასხვა ფსევდონიმი: „მწარია“, „ჟულაკა გოგოჭური“, „ფშაველა ვეფხვაიძე“, „ველაფშა“, „ვ–აფ–ლა“, და სხვა.
გადის წლები. გამოყრუვდა „ღვდლიანთ სახლი“. ძმები წავიდ–წამოვიდნენ. ერთადერთი და მართაც ყვარელში გათხოვდა. დარჩა მარტო ვაჟა თავისი მეუღლით და წვრილშვილით მძიმე ცხოვრების პირისპირ. ვაჟა ამ დროისთვის ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი იყო ( 30 წლისა), მაგრამ ჯანმრთელობა უკვე შერყეული ჰქონდა. ეს უყო „ციმბირის წყლულმა“, თვალიც იმისგან ჰქონდა დაზიანებული. თვალის ქუთუთო ჩამოფხავებული დარჩა და ცრემლმდინარი. ასეთი თვალის გამო ფშაველებმა „რაზიკაანთ დევს“ „ცალთვალა“ დაუმატეს და ახლა „ რაზიკაანთ ცალთვალა დევს“ ეძახდნენ.
1902 წელს ვაჟას გარდაეცვალა საყვარელი მეუღლე კეკე– მეხუთე შვილზე უმტყუნა. ლექსს გაანდო თავისი წუხილი.
„იას უთხარით ტურფასა,მოვა და შეგჭამს ჭიაო...
მიწავ,შენ გებარებოდეს, ეგ ჩემი ტურფა იაო,
შენ უპატრონე, უმშობლე, როგორიც შენი ზნეაო“
მალე ვაჟა ირთავს მეორე ცოლს– თამარს. თამართან ვაჟას ერთი შვილი შეეძინა, ვახტანგი. ეს იყო ვაჟას მეხუთე შვილი.
1915 წელი. ვაჟამ მთელი ზამთარი იავადმყოფა. ივლისის 27–ში კი, წმინდა ნინოს ლაზარეთში გარდაიცვალა.
ვაჟა დამარხეს თბილისში, დიდუბეში, ფშაური წესისა და დატირების გარეშე. ფშავში კი წესი დაუყენეს და დაიტირეს დამარხვის გარეშე. ვაჟას ნაბადი გაშალეს ეზოში და ზედ დააწყეს მისი ხმალ–ხანჯალი, თოფი, ფარი.
გარდაცვალებიდან ოცი წლისთავზე ვაჟას ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდაზე გადაასვენეს. ეს ვაჟას ნათლულმა, დიდმა ქართველმა პოეტმა გიორგი ლეონიძემ და „ცისფერყანწელებმა“ გააკეთეს.
















ალექსანდრე ყაზბეგი

 ფაილი:Kasbeg.jpg

ალექსანდრე ყაზბეგი აღიზარდა სტეფანწმინდაში, ხევის მმართველის მიხეილ გაბრიელის ძე ჩოფიკაშვილისა (ყაზბეგის) და ელისაბედ თარხნიშვილის ოჯახში. მშობლებმა მიაბარეს თბილისში ჯერ ჰაკეს (1859), შემდეგ კანონიჩის (1862) პანსიონს. 1863 წლიდან სწავლობდა კლასიკურ გიმნაზიაში, 18671870 წლებში – მოსკოვის სამეურნეო აკადემიაში. სამშობლოში დაბრუნებულმა ხელი მიჰყო მწყემსობას, რამაც მისი ახლობლების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. 1879 წლამდე მეცხვარედ იყო და ზედმიწევნით გაეცნო მოხევეთა ყოფას, გლეხი ხალხის სატკივარს, მეფის ხელისუფალთა და ხალხის ურთიერთობას (ეს პერიოდი ასახა მოთხრობაში „ნამწყემსარის მოგონებანი“, 1883).
1879 წელს თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ამ დროიდან იწყებს აქტიურ მოღვაწეობას ქართულ მწერლობასა და თეატრში.
ალ. ყაზბეგის ლიტერატურული ფსევდონიმი იყო „მოჩხუბარიძე“ („აკაკია მოჩხუბარიძე“), თეატრალური – „მოხევე“.[2][3]

შემოქმედება [რედაქტირება]

ამ დროიდან იგი განახლებული ქართული თეატრის მსახიობი და დრამატურგი იყო (ორიგინალური პიესები – „ერთი უბედურთაგანი“, 1879, დაიდგა 1880; „არსენა“, დაიდგა 1882; „წამება ქეთევან დედოფლისა“, დაიბეჭდა 1883, დაიდგა 1889; გადმოკეთებული – „დილა ქორწილის შემდეგ“, 1882; „ცხოვრების თანამგზავრი“, 1879, დაიდგა 1883 და სხვ.). პირველი მოთხრობა „ციცკა“ 1880 წელს გამოაქვეყნა. თანამშრომლობდა გაზეთ „დროებასა“ და ი. ჭავჭავაძის „ივერიაში“. 1881 წელს „დროებაში“ დაიბეჭდა „ელგუჯა“, რომელმაც იმთავითვე დიდი მწერლის სახელი მოუპოვა. ამას მოჰყვა მოთხრობები და რომანები „ელისო“, „მამის მკვლელი“ (ორივე 1882), „ციკო“ (1883), „განკიცხული“, „ხევისბერი გოჩა“ (ორივე 1884), „მოძღვარი“ (1885) და სხვა. 18861887 წლებში მძიმედ დაავადდა, 1890 წლიდან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა და იქვე გარდაიცვალა.
ყაზბეგი ქართული კრიტიკული რეალიზმის მიმდევარი და ქართველი „სამოციანელების“ ტრადიციათა გამგრძელებელი იყო. მწერალი კარგად იცნობდა საქართველოს მთიანეთის ისტორიასა და ეთნოგრაფიას, მოხევეთა სულისკვეთებას, რაც წარმოჩნდა მის როგორც მხატვრულ, ისე ეთნოგრაფიულ-პუბლიცისტურ ნაწარმოებებში. მან ფსიქოლოგიური სიმართლით, დიდი მხატვრული ძალით წარმოგვიდგინა ქართველი ადამიანის ცხოვრება ბატონყმობის გადავარდნამდე და მას შემდეგ; მთის ხალხის ტრადიციები, ადათ-წესები, პიროვნებისა და თემის საუკუნეობით შემუშავებული უფლება-მოვალეობანი; სამშობლოსათვის თავგანწირვა, მეგობრული თანადგომა, პიროვნების პატიცისცემა, ძალმომრეობის წინააღმდეგ ამხედრება, ქალის მანდილის სიწმინდის დაცვა. ხევის ცხოვრება აისახა „ელგუჯასა“ და „მამის მკვლელში“, „მოძღვარსა“ და „ხევისბერ გოჩაში“. მწერალი ილაშქრებდა ეროვნული ჩაგვრის წინააღმდეგ. ზოგადადამიანურ პრობლემებს იგი ძირითადად მოხევეთა ცხოვრების ყალიბში ასხამდა ხორცს. ეს გახდა მიზეზი ყაზბეგის შემოქმედების უმართებულო შეფასებისა ზოგიერთი იმ კრიტიკოსის მიერ, რომელიც ეთნოგრაფიულ ჩარჩოში მოქცეულ მწერლად მიიჩნევდა მას (ი. მეუნარგია).
ყაზბეგის ხალხურობით აღბეჭდილი შემოქმედება ემყარება მთაში გაბნეულ ლეგენდებს, თქმულებებს, ნამდვილ ამბებს. მის თხზულებებს აქტუალობა მიანიჭა მწერლის ტენდენციამ – გულისტკივილით აღეწერა ჩაგრული ერების ყოფა. ამის დადასტურებაა მოთხრობა "ელისო", რომელშიც მწერალმა ქართველ მკითხველს სხვა ერის უბედურება განაცდევინა.
ყაზბეგის ნაწარმოებათა სიუჟეტი ყოველთვის დინამიკურია, კონფლიქტების ხასიათი, წინააღმდეგობათა განვითარება და კულმინაცია – მეტად ეფექტური და ემოციური, რის გამოც მისი თხზულებები მძაფრი ინტერესით იკითხება. უთანასწორო ბრძოლა მჩაგვრელთა წინააღმდეგ ხშირად ყაზბეგის გმირთა დამარცხებით მთავრდება, მაგრამ ისინი იღუპებიან ვაჟკაცურად, თავს დებენ სამშობლოს, სიკეთისა და ადამიანურ ღირსებათა დაცვის სამსხვერპლოზე. დაღუპულ გმირთა შემდეგ რჩება ნათელი კვალი, რომელიც ამაღლებულ, ჰეროიკულ-ოპტიმისტურ ჟღერადობას სძენს ნაწარმოებს. მწერალი ააშკარავებს მეფის რუსეთის ძალადობას. სწორედ ამგვარი პროგრესულ-რევოლიციური ჟღერადობის გამო დაწვა პოლიციამ „ელგუჯას“ პირველი გამოცემის მთელი ტირაჟი. რეალისტი მწერალი ხედავდა, რომ ხევში მიმდინარეობდა საუკუნეებით დამკვიდრებული კანონების და ტრადიციების რღვევის პროცესიც, რომელიც, გარეშე ძალთა შემოჭრით გამოწვეულ ცვლილებებთან შედარებით, ნელი და თანდათანობითი, მაგრამ გარდაუვალი იყო („ელგუჯა“, „მამის მკვლელი“, „ხევისბერი გოჩა“).
ყაზბეგის თვალთახედვა არ შეჩერებულა მხოლოდ ხევის ცხოვრებაზე. ბურჟუაზიული წყობის და მორალის მომძლავრება განსაკუთრებით ჩანს ქალაქური ცხოვრების ფონზე, როცა ადამიანთა ურთიერთობას წარმართავს ეგოისტური ზრახვა („განკიცხული“). ყაზბეგმა ვაჟა-ფშაველასთან ერთად ახალ ქართულ მწერლობაში დაამკვიდრა მთის თემა, რომლის მხატვრული ხორცშესხმის პროცესში მთის განუმეორებელი პეიზაჟები, რომანტიკულად ამაღლებულ გმირთა სახეები, დაგვიხატა წინააღმდეგობებით აღსავსე თანამედროვეობა და იქადაგა სამშობლოს მთლიანობის შენარჩუნება-დაცვის მაღალი იდეები. მწერალი მარტო თავისი ეპოქით არ იფარგლება – უღრმესი პატროიტიზმი მსჭვალავს მის ისტორიული წარსულის ამსახველ თხზულებებსაც („ხევისბერი გოჩა“, „წამება ქეთევან დედოფლისა“). ყაზბეგს ეკუთვნის აგრეთვე კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, დაუმთავრებელი მოთხრობები („ცხოვრების ჩარხი“, „შიოლა ღუდუშაური“), ლექსები და პოემები. მწერალმა ქართულ კრიტიკულ რეალიზმს მასშტაბურობა შესძინა, XIX საუკუნის ქართული მწერლობა ახალი წახნაგებით გაამდიდრა.



















 გოდერძი ჩოხელი
 

გოდერძი ჩოხელი დაიბადა სოფელ ჩოხში, დუშეთის მუნიციპალიტეტში.
1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი.
პირველი მცირემეტრაჟიანი ფილმი 1978 წელს გადაიღო.
გოდერძი ჩოხელის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე გადაღებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „ცასწავალა“ პრემიერა 2011 წლის 28 ნოემბერს შედგება